ფოთში მაშველებმა ორი გოგონას სიცოცხლე იხსნეს, ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
"ფოთში, მალთაყვის უბნის სანაპიროზე მაშველებმა, გიორგი გოგიჩაიშვილმა და ნოდარ ღვანიამ ორი გოგონას სიცოცხლე იხსნეს 👏👏
დიდი მადლობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, ფოთის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს და თითოეულ მაშველს, რომლებიც მთელი სეზონის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობს და გვაძლევს საშუალებას უსაფრთხოდ და მშვიდად დავისვენოთ. მადლობა ბიჭებს უამრავი ადამიანისთვის ახალი სიცოცხლის ჩუქებისთვის. გვეამაყებით და გვეიმედებით.” - აღნიშნულია პოსტში.