სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “სკოლაში მთელი დღე ვბღაოდით…“- რას ამბობს 23 წლის დაღუპული ბიჭის მასწავლებელი

    “სკოლაში მთელი დღე ვბღაოდით…“- რას ამბობს 23 წლის დაღუპული ბიჭის მასწავლებელი
    1 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    23 წლის ლაშა ცაგარეიშვილი, 3 სექტემბერს თბილისში, დიდუბე- ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად გარდაიცვალა.

    სამწუხაროდ, გეგმიური სამუშაოების შესრულების დროს, “საქართველოს რკინიგზის” ორი თანამშრომელი დაიღუპა.

    “ლაშას სკოლაში მთელი დღე ვბღაოდით. განსაკუთრებული ახალგაზრდა, ნიჭიერი, გამორჩეული თავისი თანატოლებისგან. შრომისმოყვარე ოჯახის შვილი, კეთილშობილი ბიჭი. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა.

    მთელი სამტრედია დამწუხრებულია და ადამიანები მეორე დღეა, სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციებს იმის თაობაზე, თუ რა საუკეთესო ახალგაზრდა დაკარგა ლაშას სახით სამტრედიამ, მთელმა ქვეყანამ“, – ამბობს ლაშას მასწავლებელი ლუდა სტურუა.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ