სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ჩემს ასაკში ბევრ გოგონას აქვს განცდა, რომ დაოჯახებას და ბავშვის გაჩენას აგვიანებს…” – თათა გიორგობიანი

    “ჩემს ასაკში ბევრ გოგონას აქვს განცდა, რომ დაოჯახებას და ბავშვის გაჩენას აგვიანებს…” – თათა გიორგობიანი
    6 თვის და 1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    “ღამის შოუს” ბენდუს მომღერალი, თათა გიორგობიანი, სტუმრად გადაცემაში “დღის პოსტი” იმყოფებოდა და პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

    “ძალიან დროული და ბუნებრივი პირადი ცხოვრების განვითარება მქონდა. ეს იყო არა ხელოვნური და არა ძალდატანებითი.

    ჩემს ასაკში 31 წლის ვარ და ბევრ გოგონას აქვს განცდა, რომ აგვიანებს და წლებს კარგავს. ორსულობისთვის რისკფაქტორები იზრდება და ამ ყველაფერს ახლავს ვნებათა ღელვა.

    ბუნებრივად მოვიდა ადამიანი, რომელმაც დამაინტერესა და აღძრა ჩემში სურვილი რომ ოჯახი და საკუთარი ბუდე შემექმნა. შესაბამისად ყველაფერი დალაგდა თავისით” – აღნიშნა თათა გიორგობიანმა.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ