ნუკი კოშკელიშვილი საზოგადოების თავისი გულწრფელობისა და ბუნებრიობის გამო განსაკუთრებულად უყვარს.
ნუკის თავისი კოსმეტიკის ხაზი Nuki cosmetics აქვს, რომელიც საკმაოდ წარმატებულია საქართველოში და არამარტო საქართველოში.სწორედ ამ პროდუქტის წარმოებისთვის უფლებების ყიდვა ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ ისურვა, ამასთან დაკავშირებით კი მსახიობმა პოსტი გამოაქვეყნა.
"აი, ასე, ეს იყოს გაკვეთილი ყველასთვის! სწორ დროსა და სწორ ადგილას აუცილებლად დაგაფასებენ! არავის არ დაუჯერო, ვინც გეტყვის, რომ არ გამოგივა ან უკეთესებიც არიან!" - წერს ნუკი.