ვერძი
ვარსკვლავები გიგზავნიან სიურპრიზებს, რომლებიც , შესაძლოა, პრობლემებად გადაიქცეს. საპასუხო ბრძოლა, სამწუხაროდ, არც ისე ადვილი იქნება. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ, მოაგვაროთ ნებისმიერი საკითხი, თუ დაუკავშირდებით მეგობრებს. დღეს მშვიდად ჯდომა არ შეიძლება, გარისკეთ და ახალი რამ სცადეთ. არ ინერვიულოთ მომავალზე, პლანეტები ვარაუდობენ, რომ ის სასიამოვნო მომენტებით იქნება სავსე.
კურო
დღე დაძაბული აღმოჩნდება - საყვარელ ადამიანებთან ადაპტაცია მოგიწევთ. დღეს ოჯახის წევრები შეცვლიან გეგმებს და ეს სტრესს მოგაყენებთ. საბედნიეროდ, ეს ამაღამ დასრულდება. სამსახურში უნდა იყოთ წყალზე უფრო მშვიდი, ბალახზე დაბალი - არ მოხვდეთ ხელმძღვანელობას თვალში, ნუ შეეჯიბრებით კოლეგებს. ამ ყველაფერმა შეიძლება, მნიშვნელოვნად გააფუჭოს თქვენი კარიერა.
ტყუპი
სრულიად უინტერესო საქმეების კეთება მოგიწევთ. თქვენი ძალები დღეს ნულზეა - გასულმა დღეებმა ენერგია გამოგაცალათ. ასე რომ, იმუშავეთ ენერგიის დაზოგვის რეჟიმში. სასარგებლოა თქვენი გეგმების ორჯერ გადამოწმება, დოკუმენტების ხელახლა წაკითხვა - სადღაც შეიძლება, შეცდომა იყოს მიმალული. დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მეტი ყურადღება მიაქციეთ მათ.
კირჩხიბი
დღეს გაგიმართლებთ, მაგრამ თქვენ არ უნდა დაარღვიოთ კანონები - ამან შეიძლება, პრობლემები შეგიქმნათ. დღეს, მოულოდნელი სიტუაციები იღბლად და კარგ გამოცდილებად გადაიქცევა. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტებისა და რისკების.
ლომი
ეს დღე თქვენს ნაკლოვანებებს გამოააშკარავებს, ამიტომ ადამიანებთან კონტაქტი არ არის რეკომენდებული. უფრო მეტიც, მარტოობა დღეს მკურნალია - შეგიძლიათ, მომავლის გეგმები დასახოთ. მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიურობას - სახლში წესრიგი დაგეხმარებათ, დაისვენოთ რთული დღის შემდეგ.
ქალწული
ადამიანები დროდადრო გაგიფუჭებენ განწყობას. ამიტომ თუ შანსი გაქვთ, განმარტოვდით. არ დაძაბოთ საკუთარი თავი, სჯობს, უარი თქვათ მუშაობაზე და დაისვენოთ. დასვენება დაგეხმარებათ დახარჯული ძალების აღდგენაში.
სასწორი
ახალი არაფერია. ახლა მნიშვნელოვანია, გააკეთოთ მხოლოდ ის, რაც იცით. ასევე, უარი თქვით პაემანზე - ის ამ დღეს მხოლოდ გააფუჭებს. საყვარელ ადამიანებთან უფრო ხშირად გჭირდებათ კომუნიკაცია. უმჯობესია, იგნორირება გაუკეთოთ წვრილმან შეცდომებს და უსიამოვნებებს, ისინი ისე მარტივად დატოვებენ თქვენს ცხოვრებას, როგორც მოვიდნენ.
მორიელი
წარსულმა შეიძლება, გააფუჭოს კარგი დღე. ასე რომ, გაუშვით მოგონებები და არ შემოუშვათ ძველი ნაცნობები თქვენს ცხოვრებაში. დროა, ებრძოლოთ მავნე ჩვევებს – დღეს, ვარსკვლავები დაგეხმარებიან მათგან უმტკივნეულოდ გათავისუფლებაში. კომუნიკაცია კარგად ვერ წარიმართება – მოგიწევთ დიდი დროის დახარჯვა თქვენი აზრების ასახსნელად, თუმცა ეს ხელს არ შეგიშლით იდეების განხორციელებაში.
მშვილდოსანი
აირჩიეთ სწორი თანამოსაუბრე - მხოლოდ ის, ვინც შეიძლება თქვენთვის სასარგებლო იყოს. ნუ დაკარგავთ დროს უსაქმურ საუბრებზე. ფულის დაზოგვა მოგიწევთ - არ დანებდეთ იმპულსებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ინანებთ.
თხის რქა
დღეს, რაღაც იმედებს გაგიცრუებთ. ოღონდ, არ ინერვიულოთ, ბევრი დადებითი მომენტიც იქნება. მოულოდნელი მოვლენებიც გაგახარებთ. ვარსკვლავები არ გირჩევენ მომავლის დაგეგმვას - ახლა ეს პესიმისტურად მოგეჩვენებათ. დაიმახსოვრეთ - თქვენ საკუთარ ისტორიას ქმნით, ამიტომ, თამამად წადით წინ.
მერწყული
ღირს თქვენი მადის შერბილება, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ახლა მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. იმისათვის, რომ ეს დღე ნაკლებად ნეგატიური იყოს, ნაკლები შეცდომა დაუშვით. ნუ ჩაუღრმავდებით წარსულს - ეს მხოლოდ განწყობას გააფუჭებს.
თევზები
დღეს, რაღაც არასწორად წარიმართება, ახლობლები იწუწუნებენ და განწყობას გააფუჭებენ. ამ შემთხვევებში, მნიშვნელოვანია მოუსმინოთ ინტუიციას - ეს დაგეხმარებათ რთულ მომენტებში. თქვენი ქარიზმა არავის დატოვებს გულგრილს. ნუ შეგეშინდებათ ისაუბროთ თქვენს გეგმებზე, რადგან მათგან ყველაზე გიჟურსაც კი შეუძლია, შთაბეჭდილების მოხდენა.