სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • თუ ლოცვას სწრაფად კითხულობ, მამა გაბრიელის ეს რჩევა გაითვალისწინე

    თუ ლოცვას სწრაფად კითხულობ, მამა გაბრიელის ეს რჩევა გაითვალისწინე
    1 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოციალურ ვრცელდება თუ რას ამბობდა წმ.ღირსი გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი პირჯვრის გადაწერისა და ლოცვასთან დაკავშირებით.

    "პირჯვარი აუცილებლად სწორად უნდა გამოისახოს, რადგან არასწორად გადაწერისას ბოროტნი კი არ გარბიან, არამედ იცინიან, ღვთისმშობელი კი წყრება. პირჯვრის გამოსახვისას მარჯვენა ხელი ჯერ შუბლთან უნდა მივიდოთ, შემდეგ - ჭიპის თავზე, მერე - მარჯვენა და მარცხენა მხარზე. მას, ვინც ჭიპის მაგივრად, გულზე იდებს ხელს - თავდაყირა ჯვარი გამოსდის. ჰაერშიც არ შეიძლება გამოსახვა, ხელი აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდოთ. პირჯვრის გადაწერისას ლოცვა უნდა ითქვას აუცილებლად, თუნდაც გულში, თორემ ისე მსახიობებიც კი იწერენ პირჯვარს.

    იღუმენია ქეთევან კოპალიანი იგონებს:

    მამა გაბრიელს არ მოსწონდა, როცა ვინმე ლოცვას ჩქარა კითხულობდა, შეაჩერებდა და ეტყოდა:"რატატატა, რატატატა... ლოცულობ თუ ჩხუბობ? რა ჩაპაევის "პულიმიოტივით" მიაყარე! გაზეთს ხომ არ კითხულობ?! შიშითა და მოწიწებით, აუჩქარებლად უნდა ილოცო. როცა ლოცულობ, გაიაზრე, ვის წინაშე დგახარ, ვის ესაუბრები, ქრისტე უხილავად არს ჩვენთან, სულ არს ღმერთი".


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ