სალომე ღვინიაშლმა “პრაიმშოუ” დატოვა. როგორც ის ამბობს მას სხვა პირადი გეგმები აქვს, რომელიც არც ტელევიზიას და განსაკუთრებით არც პოლიტიკას უკავშირდება.
„ბევრი შეტყობინება მომდის თუ რატომ დავტოვე „პრაიმშოუ“ და ბევრი ვერსია მხვდება ამასთან დაკავშირებით. ზოგმა სხვა არხზე გამიშვა, ზოგმა პოლიტიკაში. „პრაიმშოუსთან“ ერთად თითქმის 8 საინტერესო წელი გავატარე, ახლა კი სხვა პირადი გეგმები მაქვს, რომელიც არც ტელევიზიას უკავშირდება და მით უმეტეს არც პოლიტიკას“ - განაცხადა ტელეწამყვანმა და მოდელმა სალომე ღვინიაშვილმა.