სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ამბობს, რომ მისი მიზანი საქართველოს გაწევრიანებაა ევროკავშირში. ის პოლიტიკაში წავიდა და “ქართული ოცნების” საარჩევნო სიის მეშვიდე ნომრად წარდგა.
“გადავწყვიტე, დავუდგე ისეთ გუნდს გვერდით, რომელმაც შეინარჩუნა ქვეყანაში მშვიდობა და დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნება” იქნება ის გუნდი, რომელიც ამაყად შეაბიჯებს ევროპაში.
დარწმუნებული ვარ ევროპაში შესვლას ვიმსახურებთ და ჩემი მთავარი მიზარია, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყანა იყოს. “გამჭვირვალობის კანონს” რაც შეეხება ვთვლი, რომ აუცილებელია და არ უნდა იყოს საზოგადოებაში რამე დამალული” – განუაცხადა ლაშა ტალახაძემ “ტვ პირველში”.
როგორც ლაშა ამბობს მან ჯერ არიცის ზუსტად რას გააკეთებს პარლამენტში შესვლის შემთხვევაში.
“ჩამოყალიბებული ვარ-თქო მაგ ყველაფერში, რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ჩემი მთავარი მიზანია ახალგაზრდების გვერდით დგომა, ქართული სპორტის გვერდით დგომა და ყველა ის ღირსეული ნაბიჯი რასაც ჩვენი გუნდი ერთად განვახორციელებთ”. - ამბობს სამგზის ჩემპიონი.