მსახიობი, ზურაბ ბერიკაშვილი, რამდენიმე საათის წინ გარდაიცავალა.
ზურას ახლობლები ემოციურად ემშვიდობებიან:
“კარგად, ზურიკო… მადლობა ყველაფრისთვის….“- წერენ სოციალურ ქსელში.
“სიცურიის დეტექტორში” მსახიობმა მამის, გივი ბერიკაშვილის შესახებ ისაუბრა.
“მე რომ გავჩნდი, გივი უკვე გივი იყო.. ბავშვობისას ქუჩაში რომ გამოვყავდი, მივხვდი, რომ ყველა რაღაც სხვანაირი დამოკიდებულებით უყურებდა...
ქუჩაშიც ნებისმიერ სიტუაციაში რომ გავივლი, მეუბნებიან – ვაიმე, ვაიმე, როგორი მამა გყავდა, თან მერიდება..
ასეთი საჩუქარი გაგონილი არ გექნებათ, ერთხელ, ახალ წელს სახლში მოვედი, ვიქეიფე, პირველი რიცხვია, საღამოს სუფრა გაშალეს და ცალკე დევს, ერთი შამპანური და ბევრი 10 თეთრიანი დიდი პარკით.”- ამბობდა ზურა ბერიკაშვილი.
ნახეთ ვიდეო: