სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • საქართველოს ნაკრები ათამაშდა - ყველაზე გამტანი და შემტევი გუნდი ერთა ლიგაზე

    საქართველოს ნაკრები ათამაშდა - ყველაზე გამტანი და შემტევი გუნდი ერთა ლიგაზე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ივნისში, 4 მატჩი ჩაატარა, საიდანაც სამი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა.

    ქართველი ფეხბურთელები ჯგუფის ლიდერები არიან, რასაც ბევრი არ მოელოდა.

    საქართველოს ნაკრებმა ივნისის სანაკრებო პაუზაზე 12 გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ევროპის ქვეყნებში მეორე ადგილზე გავიდა.

    კარში დარტყმებით კი "ჯვაროსნები" თურქების შემდეგ მეორე ადგილზე არიან - 74 დარტყმით.

    ჩვენებურები 217 განხორციელებული შეტევით პირველ ადგილს იკავებენ, რაც საუკეთესო შედეგად ითვლება ერთა ლიგაზე.

    ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები შემდეგ მატჩს, "დინამო არენაზე" ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ 23 სექტემბერს გამართავს.