სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როგორ დასაჯა ტენ ჰაგმა მანჩესტერის ფეხბურთელები

    როგორ დასაჯა ტენ ჰაგმა მანჩესტერის ფეხბურთელები
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    2022/2023 წლების სეზონი "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" კატასტროფულად იწყება. "წითელმა ეშმაკებმა" პრემიერლიგის პირველ ორ ტურში მარცხი განიცადეს, მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს და 6 გაუშვეს.

    რა თქმა უნდა ამის გამო ძალიან გაბრაზებულია გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ერიკ ტენ ჰაგი და მან გადაწყვიტა, რომ ამ პერფორმანსების გამო ფეხბურთელები დაესაჯა.

    მან ფეხბურთელებს დასვენების დღეს გაუუქმა და 13.8 კილომეტრი არბენინა, ზუსტად იმდენი, რამდენითაც მეტი ირბინა "ბრენტფორდმა".