სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: დაუშვებელი საქციელი - რა გააკეთა რონალდუმ ბრენტფორდთან მარცხის შემდეგ

    VIDEO: დაუშვებელი საქციელი - რა გააკეთა რონალდუმ ბრენტფორდთან მარცხის შემდეგ
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "მანჩესტერ იუნაიტედმა" პრემიერ ლიგის მეორე ტურშიც მარცხი განიცადა და სეზონს კატასტროფულად იწყებს.

    ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ამჯერად ლონდონში, "ბრენტფორდთან" 4-0 განადგურდა და სამარცხვინო მატჩი ჩაატარა.

    ძირითად შემადგენლობაში იყო კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც ვერაფერი გაახერხა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი გაცოფებული იყო.

    "იუნაიტედის" ფეხბურთელები ქომაგებს მადლობას უხდიდნენ, რონალდუმ კი ეს არ ისურვა და პირდაპირ გასახდელისკენ წავიდა.

    ამასთან ერთად, კრიშტიანუმ ტენ ჰაგს გვერდით ისე ჩაუარა, რომ ზედაც არ შეხედა და შესაბამისად, მას ხელიც არ ჩამოართვა.

    მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის კარგი ურთიერთობა აშკარად არ არის და ალბათ, პორტუგალიელი უფრო აქტიურად მოითხოვს გაშვებას.