33 წლის მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ნანატრი ქამარი მოიგო. გზად მან სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა. ტრიუმფის შემდეგ დვალიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა:
"მადლობა ყველას, მადლობა მეტ სერას. ვიცი, რომ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ. ოქტაგონზე ისე ვგრძნობდი თავს, როგორც ყველა სხვა ბრძოლაში და მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოდი. ამ დღისთვის ძალიან ბევრი ვიშრომე და ოცნება ავიხდინე, შესაბანისად, საჩემპიონო ქამარი ჩემია. მსაჯების გადაწყვეტილებას რაც შეეხება, ცოტა უცნაურად წერენ ქულებს, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ბრძოლა მოვიგე და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი სწორედ მე ვარ. იქნება შემდეგი მეტოქე ხაბიბ ნურმაგომედოვი?
არ ვიცი, ამას დანა უაითი გადაწყვეტს, რომელსაც უდიდეს პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს. სწორედ მან აღმომაჩინა, UFC-ში კონტრაქტი გამიფორმა და მომცა ჩემი ოცნებების ახდენის საშუალება. ამიტომ, ვისთანაც მეტყვის, იმასთან ვიბრძოლებ. ო'მალის ეგონა, რომ სხვებზე უკეთესია, მაგრამ დავუმტკიცე, რომ ყველა ადამიანი ნორმალურია და არავის აქვს უფლება ზემოდან ყურების. მშენებლობიდან ქამრამდე მოვედი და მიხარია, რომ ბევრისთვის მაგალითი გავხდები და დაიჯერებენ, რომ შრომით ყველაფერს მიაღწევ. დამიფასდა დიდი შრომა და დღეს მე UFCში საუკეთესო მებრძოლი ვარ!" - განაცხადა მერაბმა.