მომღერალი, ნინი შერმადინი, სოციალურ ქსელში მერაბ დვალიშვილის დღევანდელ გამარჯვებას ეხმაურება.
“გილოცავ საქართველო! ქამარი ჩვენია!!!!!!! Merab “The Machine” Dvalishvili. შენ გენაცვალე მე მაგ ქართულ გულში! “მშენებლობიდან დავიწყე, შემომხედეთ ახლა! მე ჩემპიონი ვარ! ყველაფერი შესაძლებელია“ მადლობა ჩემპიონო!
დღეს გამოვცადე საკუთარ თავზე, როგორ გეკეცება მუხლები სიხარულით! არ ვიცი ეს რა განცდაა! ამაზე დიდი სიამაყე და ბედნიერება არ არსებობს! საოცარი განცდაა! მადლობა მეგობარო! კარგო კაცო! ძალიან ამაყი ვარ და ნამდვილად პატივია, რომ გიცნობ! ყველას გვიყვარხარ!“ – წერს ნინი შერმადინი.