სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “არმანის ტანსაცმელს ჩააცმევთ თუ ლილოში ნაყიდს, ბავშვისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს…” – დეკანოზი შალვა კეკელია

    “არმანის ტანსაცმელს ჩააცმევთ თუ ლილოში ნაყიდს, ბავშვისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს…” – დეკანოზი შალვა კეკელია
    3 კვირის და 6 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დეკანოზმა შალვა კეკელიამ მშობლებისა და შვილების ურთიერთობაზე ისაუბრა და საინტერესო ისტორია გაიხსენა.

    “ერთხელ სკოლაში მქონდა ასეთი შემთხვევა. ვასწავლიდი და იქ იყო მეოთხე კლასელი ბავშვი, რომელიც ყველას სცემდა. დაველაპარაკე ამ ბავშვს. მან მითხრა, რომ ბავშვები სულ მშობლებზე ლაპარაკობდნენ, ის კი სულ ძიძას დაყავდა სკოლაში. მარტო ორ ბავშვს არ სცემდა, ერთ ბავშვს, დედა ჰყავდა გარდაცვლილი, მეორის მშობლები კი გაშორებულები იყვნენ. მისი მშობელი დავიბარე.

    კითხვები დავუსვი, ვუთხარი ბავშვის მდგომარეობა. მან მითხრა, ​იცით, ჩემი შვილი სად ცხოვრობსო, როგორი სახლი გვაქვსო?! ჯერ ჩემს შვილს საქართველოშიც კი არ დაუსვენია, სულ ინგლისში და იტალიაში ვასვენებო.

    მე ვუპასუხე: რას გაიგებს თქვენი მეოთხე კლასელი შვილი ინგლისში დაისვენებს თუ ჭოპორტში-მეთქი. არმანის ტანსაცმელს ჩააცმევთ თუ ლილოში ნაყიდს, ბავშვისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს შვილს სამი ძიძა ემსახურება და ამდენ ფულს ვიხდი აღზრაშიო, დედამ მითხრა.“- თქვა დეკანოზმა.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ