სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შენ არ იმსახურებდი ასეთ დასასრულს" - ავარიისას დაშავებული მედდა ტრაგიკულად გარდაიცვალა

    "შენ არ იმსახურებდი ასეთ დასასრულს" - ავარიისას დაშავებული მედდა ტრაგიკულად გარდაიცვალა
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ავტოსაგზაო შემთხვევიდან 2 თვის შემდეგ, 38 წლის მედდა გარდაიცვალა. მედიკოსების თქმით, ავარიის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

    "თამუ, ჩემო ლამაზო და თბილო გოგო, რატომ ღმერთო, შენ არ იმსახურებდი ასეთ დასასრულს. უფალს ებარებოდე, ჩემო ლამაზო", - წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილი ქალის ახლობელი.

    ქალს ავტომობილი 2 თვის წინ, მაშინ დაეჯახა, როცა დილას სამსახურში წასასვლელად ტრანსპორტს ელოდებოდა.

    ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ პირველ მაისში მისი საცხოვრებელი სახლის წინ მოხდა.

    ქალი ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც იგი მძიმე მდგომარეობაში ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა.