სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “საქართველოს ვინ მოუხდის ბოდიშს?“- ნინი შერმადინი

    “საქართველოს ვინ მოუხდის ბოდიშს?“- ნინი შერმადინი
    6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალი ნინი შერმადინი “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და პარტიის დამფუძნებლის, ოსებისთვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

    “ბოდიში ბიჭებო! ბოდიში დედებო, შვილებო, დებო! ბოდიში ჩემო ლამაზო და გმირო ქართველებო! ბოდიში ჩემო ლამაზო საქართველო! დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! ღმერთო შენ გვიშველე!

    რუსეთ-საქართველოს ომი, ჩვენი დაპირისპირების მიზეზი ჩვენი დაყოფის და გადამტერების, არის და სულ იყო რუსეთი! ბოდიში დეიდა, მართლა მრცხვენია რომ ვარსებობ, ყოველ ჯერზე როცა ამას ვისმენ თვალწინ მიდგას ღუდუშაურის დერეფანში დაჭრილი ჯარისკაცების თვალები, “უნდა დავბრუნდე ბიჭები მელოდებიან”… “ჩვენ გავიმარჯვებთ”…

    ჩვენ ვინ მოგვიხდის ბოდიშს? ამ დედებს ვინ მოუხდის ბოდიშს? საქართველოს ვინ მოუხდის ბოდიშს?“, – წერს ნინი შერმადინი.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ