Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია საკმაოდ საინტერესო პიროვნებაა. გთავაზობთ ამონარიდებს დემნას ინტერვიუდან, რომელიც მას NYT Style Magazine-თან.
“ამ წლის მარტში, 10 დღეში მას მერე, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, "ბალენსიაგას" ჩვენება შედგა პარიზთან ახლოს. მართალია, თავდაპირველად შოუ ჩაფიქრებული იყო, როგორც კლიმატური ცვლილებების საწინააღმდეგო პროტესტი, მსოფლიოში მიმდინარე ამბების გამო, დემნამ შოუ მიუძღვნა უკრაინაში ომს.
“მოდელები ნამდვილი ქარბუქის გავლით შემოდიოდნენ პოდიუმზე, რაც მოვლენების ერთგვარი მეტაფორა იყო. გვასალიამ აღნიშნა, რომ უკრაინის ამბებმა მას წარსულის ტრავმები გაუღვიძა: 1993 წელს იგივე მოხდა მის სამშობლოში და ის სამუდამოდ იქცა დევნილად. "ეს შენში რჩება. შიში, სასოწარკვეთა, იმის გაცნობიერება, რომ არავის სჭირდები", - ამბობდა მაშინ დემნა.
"აი, რატომ არასოდეს არ ჰქონდა მოდას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა. მე მიყვარს ამის კეთება, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, ჩემთვის სულ ერთია. მე ისეთი რამეები მინახავს, რომელთა გამოც მოდა უადგილო ჩანს ხოლმე".
როცა 1991 წელს დაიწყო ცნობილი ამბები აფხაზეთში, დემნა 11 წლის იყო. ომი რომ გამძაფრდა, დემნა ძმასთან, მშობლებთან და ნათესავებთან ერთად დევნილად იქცა (დემნას მამას ავტოსახელოსნო ჰქონდა, ომამდე, დედამისი კი, ელვირა, დიასახლისი იყო). თავდაპირველად მანქანით დაიძრნენ თბილისისკენ, მერე კი ფეხით მოუწიათ გზის გაგრძელება და სამი კვირა იყვნენ გზაში. როცა დემნას ბებია იმდენად სუსტად იყო, რომ ვეღარ დადიოდა, დედამისმა ავტომატი გაცვალა ცხენში...”- ამბობდა დემნა.
რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, მან შემდეგი განცხადება გააკეთა.
“საქართველოში ვერ დავბრუნდები, რადგან იქ მოკვლით მემუქრებიან... ერთ-ერთი, ჩემი ღვიძლი ბიძაა" - ამბობს დემნა.