სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თუ ამას გააკეთებთ, რუსეთი..." - კადიროვის ამაღევლებელი მიმართვა

    "თუ ამას გააკეთებთ, რუსეთი..." - კადიროვის ამაღევლებელი მიმართვა
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი სოციალური ქსელში დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდებს ისწავლონ რუსეთთან მეგობრობა.

    "ეს უკვე სხვა ძლიერი და ძლევამოსილი რუსეთია და თქვენ, დასავლელმა პოლიტიკოსებმა საჭიროა, გადახედოთ არა რუსეთის ფედერაციის დაშლის სტრატეგიას, არამედ იმ ქვეყანასთან თანამშრომლობას, რომელიც გაძარცული და დასავლეთისგან დამცირებული, ბოლო 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გადაიქცა ძლიერი პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე სახელმწიფოდ, რეორგანიზებული სტრატეგიული მიზნებით.

    დასავლეთის ქვეყნებმა ჯობს, არ იდავონ რუსეთთან. ისწავლეთ რუსეთთან მეგობრობა – მაშინ კბილებსაც მთელს შეინარჩუნებთ", - წერს კადიროვი.

    ასევე, კადიროვმა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის სიტყვები გაიხსენა, რომ თუკი ვინმე მოინდომებს ქვეყანას რაიმე ჩამოაჭრას, უკბილოდ დატოვებს.