სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “მეორედ დავიბადე, ასე მგონია“ – რას ამბობს გოგონა, რომელიც ვახტანგ ახობაძეს აეროპორტში დახვდა

    “მეორედ დავიბადე, ასე მგონია“ – რას ამბობს გოგონა, რომელიც ვახტანგ ახობაძეს აეროპორტში დახვდა
    2 კვირის და 4 დღის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    fortuna.ge-სთან ინტერვიუში ქეთევან მუსელიანი, რომელიც ვახტან მუსელიანის შვილია და პარასპორტსმენს, ვახტანგ ახობაძეს აეროპორტში დახვდა, ემოციურად საუბრობს.

    “ერთი კვირის ჩამოფრენილი ვიყავი საქართველოში, როცა ვნახე ვიდეო, სადაც ვახტანგ ახობაძის გამარჯვება იყო ასახული. ჩემზე ამ ვიდეომ ძალიან იმოქმედა. ძალიან ამაღლებულად მოიქცა… გადავწყვიტე, დედასთან ერთად დავხვედროდი აეროპორტში, ვიფიქრე, რა იქნებოდა მისადმი პატივისცემის გამოხატვა და მამაჩემის თასი გადავეცი. ოჯახში მისი თასებისა და მედლების დიდი კოლექცია გვაქვს…

    მისი რეაქცია როგორი იყო?

    გამიკვირდა, როცა მითხრა, რომ მას არასდროს არავინ დახვედრია. დარწმუნებული ვიყავი, აეროპორტში ჩვენ გარდა, ბევრი ხალხი იქნებოდა… მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ მთელი ქვეყანა გვაამაყა. მატერიალური შესაძლებლობა რომ მქონოდა, მისთვის ბინა მეჩუქებინა, ერთ წამსაც არ დავფიქრდებოდი. გარშემო ვინც იდგა, არც კი იცოდა, როგორი ადამიანი იყო მათ გვერდით… დარწმუნებული ვარ, ხალხი არ იყო ინფორმირებული მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით, თორემ ბევრი დახვდებოდა…

    არ მეგონა, თუ ხალხის მხრიდან ამდენ ემოციას მივიღებდი. სადაც უნდა შევიდე, დიდ სიყვარულს გამოხატავენ. მეორედ დავიბადე, ასე მგონია… თვითონ ბატონი ვახტანგი ყოველდღე მირეკავს და მადლობას მეუბნება ამ დახვედრისთვის… ძალიან კეთილშობილი ადამიანია, ამას სიტყვებით ვერ აღვწერ… ერი გვერდში ასე რომ დაუდგა, ეს ძალიან გამიხარდა…“- ამბობს ქეთევანი.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ