სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "იმ საარჩვენო კამპანიის გახსენება არ მინდა, არც მაშინ გვიჯერებდა, არც ახლა" - კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე

    "იმ საარჩვენო კამპანიის გახსენება არ მინდა, არც მაშინ გვიჯერებდა, არც ახლა" - კობახიძე სალომე ზურაბიშვილზე
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე საკმაოდ მოურიდებლად ისაუბრა.

    "ეს იყო საარჩევნო კამპანია, რომლის გახსენებაც არ მინდა. უმძიმესი იყო. ანუ არ გვიჯერებდა მაშინაც. როცა კანდიდატი არ მოგყვება კამპანიაში, ძალიან მძიმეა კამპანიის წარმოება. კლიპი იყო გადასაღები და იმ კლიპის გადაღებაშიც არ მოგვყვებოდა."

    "ასევე მაგალითად აქცია იყო დასაორგანიზებელი და იქ მოსვლაზე უარს ამბობდა. მერე ჰქონდა კონკრეტული განცხადებები, რასაც წინასწარ ვაფრთხილებდით, რომ არ უნდა გაეკეთებინა...", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.