კონსერვატორიის სტუდენტი, ფლეიტისტი გიორგი საყურაშვილია, საბურთალოზე შელეპარაკების შემდეგ დაჭრის გამო გარდაიცვალა.
“მძიმე ჭრილობების გამო ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი დაპირისპირებულებს აშველებდა.
გიორგი იყო ძალიან ნიჭიერი, კარგად აღზრდილი და ნამდვილად დიდი მომავლის მქონე ახალგაზრდა მუსიკოსი.
კონსერვატორიის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და მის პედაგოგებს.
შეტყობინებისთანავე გაგიზიარებთ ინფორმაციას პანაშვიდისა და დაკრძალვის შესახებ.
ნახეთ გიორგის არაჩვეულებრივი შესრულება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნახეთ კადრები: