სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უნიკალური შემთხვევა – იტალიაში მწვრთნელი მინდორზე შევარდა და მეტოქის მცველი მოცელა

    უნიკალური შემთხვევა – იტალიაში მწვრთნელი მინდორზე შევარდა და მეტოქის მცველი მოცელა
    1 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მეექვსე დივიზიონის მატჩში “პონტასიევესა“ და “სუბიანოს“ შორის სტუმართა გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი ანდრეა ბენედეტი გააძევეს.

    54 წლის მწვრთნელი მინდორზე შევარდა და წააქცია მეტოქე გუნდის ფეხბურთელი, როცა ის მეკარესთან პირისპირ გადიოდა.

    ჯარიმის შემდეგ ბენედეტიმ, რომელიც 2008-11 წლებში “ფიორენტინაში“ ასისტენტად მუშაობდა, ხელები გაშალა, თითქოს თავისი საქციელისთვის ბოდიშს იხდიდა, მაგრამ ამან ვერ უშველა – მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა. აღშფოთებულმა გულშემატკივრებმა მოითხოვეს, იტალიის ფეხბურთის ფედერაციმ სამუდამო დისკვალიფიკაცია მისცეს ბენედეტის.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ