რუსი ტურისტი, არინა გლაზუნოვა შემთხვევით, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ასებულ მიწისქვეშა გადასასვლელში, გადავარდა და დაიღუპა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ ის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას ქალის ძირის მოტეხილობა დაუდგინდა. გოგონა გასულ პარასკევს გარდაიცვალა.
გავრცელებულ ვიდეოში ის მეგობართან ერთად ქუჩაში მღეროდა, რა დროსაც შემთხვევით გადავარდა.
რუსი ქალის ხსოვნის პატივსაცემად რესპუბლიკის მოედანზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში, მემორიალი გამოჩნდა, რომელიც ყვავილებითაა შემკული.