ქართველ გულშემატკივარს ატლანტა-ფილადენლფიის მატჩის შემდეგ საბა ლობჟანიძე შეხვდა. ერთ-ერთი გულშემატკივარი კი სოციალურ ქსელში წერს:
"ბავშვებმა იმდენი ეძახეს პირველივე წუთიდან დაგვინახა და ძალიან გაუხარდა.
თამაშის ბოლოს ჩვენთან მოვიდა, გასახდელიდან რომ დაბრუნდა ბავშვებთან უამრავი ფოტო გადაიღო, ავტოგრაფებიც დაურიგა. ისეთი ბედნიერები ვართ, რომ შევხვდით. როგორი კეთილი და უბრალო ადამიანია თქვენ არ იცით" - წერს გულშემატკივარი.