ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, რის გამოც ისრაელი მოსახლეობას თავშესაფრებში გასვლისკენ მოუწოსა.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ისრაელზე ირანის თავდასხმას “შედეგები მოჰყვება“.
“უფრო ფხიზლად ვართ თავდაცვაში და თავდასხმაში, დავიცავთ ისრაელის მოქალაქეებს. ამ [სარაკეტო] თავდასხმას შედეგები მოყვება. გვაქვს გეგმები და ვიმოქმედებთ იმ დროსა და ადგილში, რომელსაც ჩვენ შევარჩევთ“, - განაცხადა ჰაგარიმ.
“თავდაცვის დროს საკმაოდ ბევრი [რაკეტა] ჩამოვაგდეთ. რამდენიმე ჩამოვარდა ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში… ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ვახდენთ [თავდასხმის] შეფასებას, მსხვერპლის შესახებ არ ვიცით“, - განაცხადა ჰაგარიმ.
მედიის ინფორმაციით, ირანმა დაახლოებით 500 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით. ასევე, მედიის ინფორმაციით, ისრაელმა, ერაყმა და იორდანიამ ამის შედეგად საკუთარი საჰაერო სივრცე ფრენებისთვის დახურეს.