საქართველო, რომ ღვინის სამშობლოა ეს ევროპის შუაგულში კიდევ ერთხელ აღნიშნეს და ევროს საკოლექციო ბანკნოტზეც დაიტანეს. საკოლექციო ბანკნოტი „ევრო 8000“ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც მიეძღვნა. პრეზენტაცია ნიდერლანდებში, ქალაქ მაასტრიხტში გაიმართა.