სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გერმანიაში სასიკვდილო ვირუსი “მარბურგი” დაფიქსირდა - ჰამბურგში რკინიგზის სადგური გაურკვეველი დროით დაიკეტა

    გერმანიაში სასიკვდილო ვირუსი “მარბურგი” დაფიქსირდა - ჰამბურგში რკინიგზის სადგური გაურკვეველი დროით დაიკეტა
    8 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გერმანიაში, ჰამბურგის მთავარი რკინიგზის სადგურიდან, 2 სტუდენტი მომაკვდინებელი ვირუსის, "მარბურგის" სიმპტომებით კლინიკაში გადაიყვანეს.

    როგორც Bild-ი წერს, სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელების რისკების შესამცირებლად, ჰამბურგის რკინიგზის სადგური გაურკვეველი დროით დაიკეტა.

    საგანგებო სამსახურის ინფორმაციით, ინფიცირებულს ღებინება და გრიპის სიმპტომები აღენიშნებოდა.

    მედია წერს, რომ 26 წლის სტუდენტი მამაკაცი, გერმანიის ერთ-ერთი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია, რომელსაც რუანდაში მოგზაურობის ისტორია აქვს, სადაც იმ პირთან ჰქონდა კონტაქტი, რომელსაც მოგვიანებით "მარბურგის" ვირუსი დაუფიქსირდა.

    ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ჯანმომ ახალი ვირუსის, მარბურგის, შესახებ მონაცემები განაახლა.

    2024 წლის 27 სექტემბერს რუანდას ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა "მარბურგის" ვირუსული დაავადების (MVD) შემთხვევები.

    2024 წლის 29 სექტემბრის მდგომარეობით, დადასტურებულია სულ 26 შემთხვევა, მათ შორის 8 გარდაცვალება. შემთხვევები დაფიქსირებულია ქვეყნის 30 რაიონიდან 7-ში. დადასტურებული შემთხვევებიდან 70%-ზე მეტი ჯანდაცვის მუშაკები არიან.



    FACEBOOK კომენტარები