ვერძი
მხოლოდ დაფიქრება გჭირდებათ, რათა იპოვოთ სწორი გზა. აირჩიეთ მიმართულება და მთელი გონება მიმართეთ არსებული გაუგებრობებისა და პრობლემების მოსაგვარებლად. შეგიძლიათ გარისკოთ კიდეც.
კურო
თქვენი ძალისხმევით წარმატებით გაართმევთ თავი პირად პრობლემებს, შეძლებთ ფულთან დაკავშირებული საქმეების სარგებლიანად მოგვარებას. სიფრთხილით მოეკიდეთ ჰიგიენის თემას, რათა თავიდან აიცილოთ ინფექციური დაავადებები.
ტყუპები
დიდ მოწონებას დაიმსახურებთ საწინააღმდეგო სქესის ადამიანისგან. სასიამოვნო ნაცნობობა შესაძლოა, კარგ მეგობრობად იქცეს და რაც მნიშვნელოვანია, ახლა ბევრი ფიქრი და ყოყმანი ნებისმიერი მიმართულებით წამგებიანია.
კირჩხიბი
სასურველია, ცივი გონებით ადევნოთ თვალი ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს, მოთოკეთ თავი ფეთქებადი ემოციებისგან და ნაკლები ყურადღება მიაქციოთ გარშემომყოფთა სიტყვებსა და ქმედებებს. მიუდექით ცხოვრებას ფილოსოფიურად.
ლომი
შანსი გაქვთ, პირად პრობლემებს ბოლო მოუღოთ, გადაწყვეტილების მიღებისას, არ დაგავიწყდეთ, განიხილოთ ამ საკითხების ეთიკურობა, გაითვალისწინეთ ყველა ნიუანსი და შემდეგ იმოქმედეთ.
ქალწული
თქვენი გეგმების განხორციელებაში შეფერხებებია მოსალოდნელი, ნუ გექნებათ დასვენებისა და დროსტარების იმედი, წარმოქმნილი ხარვეზები სწრაფ რეაგირებას და დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
სასწორი
ახლა მიზეზი, ბოლო მოუღოთ ოჯახში კონფლიქტებსა და გაუგებრობებს. სასიხარულო იქნება იმის შეგრძნება, რომ ყველაფერი შეძელით და სასურველი შედეგი მიიღეთ.
მორიელი
შესაძლოა, დღეს, მნიშვნელოვანი წინადადება შემოგთავაზონ, მაგრამ სასურველია, ყოველი დეტალი კარგად გაარკვიოთ და გააანალიზოთ. გაამახვილეთ ყურადღება თქვენს ინტუიციაზე და შეგრძნებებზე. დღეს დაისვენეთ, ხვალ მიიღეთ გადაწყვეტილება.
მშვილდოსანი
შესაძლოა, ოჯახში მოულოდნელმა ცვლილებებმა იჩინოს თავი, რაც თქვენი გეგმებისა და ამოცანების კორექტირების აუცილებლობას მოითხოვს, მიუხედავად ყველაფრისა, თქვენს სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება.
თხის რქა
ახლა თავმდაბლობით უფრო მეტ სიკეთეს მოუტანთ თქვენს საქმეს. შეძლებთ პატარ-პატარა გამარჯვებებით დაიკმაყოფილოთ თქვენი ამბიციები და გზა გაიკვალოთ დიდი სიმაღლეებისკენ.
მერწყული
შემოიკრიბეთ მეგობრები, თანამოაზრეები და კარგი დღეა აქტიური დასვენებისთვის. ახლა დროა, მეტად გაუკეთოთ თავს მობილიზება. ხვალ თქვენთვის მნიშვნელოვანი კვირა დაიწყება, ამიტომ, დღეს, ყველაფერი კარგად გააანალიზეთ.
თევზები
ფრთხილად და აუჩქარებლად მიჰყევით თქვენი მიზნებისკენ მიმავალ გზას, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში. ინიციატივის გამოჩენა და აქტიურობა ახლა არაეფექტურია, მხოლოდ დინჯი და მოზომილი ნაბიჯები იქნება წარმატების მომტანი.