სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "პატარა ბავშვივით ვიტირე" - რა ვიდეოს აქვეყნებს ოქრუაშვილი სააკაშვილზე

    VIDEO: "პატარა ბავშვივით ვიტირე"  - რა ვიდეოს აქვეყნებს ოქრუაშვილი სააკაშვილზე
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვიდეოს ავრცელებს.

    ვიდეოში სააკაშვილი ამბობს: "მე მიმაჩნდა, რომ ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენა ქართულ სახელმწიფოებრიობას ირაკლი ოქრუაშვილმა, მაგრამ ესეც მინდა გითხრათ, დარეკა გუშინ ღამე, ტიროდა ტელეფონში და ითხოვდა რეზერვისტად ჩამოსვლას".

    ოქრუაშვილი ვიდეოს აცხადებს, რომ საფრანგეთში იყო და საქართველოში დაბრუნებაზე მას უარი უთხრეს.

    "მათთვის, ვისაც უჩნდება კითხვა – სად ვიყავი 2008 წლის ომის დროს. საფრანგეთში ვიყავი და არ მიშვებდნენ საქართველოში. 14 წლის წინ ამ დროს პატარა ბავშვივით ვიტირე, უარი რომ მითხრეს საქართველოში დაბრუნებაზე და ომში წასვლაზე", - წერს ოქრუაშვილი.

    იხილეთ ვიდეო: