სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ხვიჩა საერთოდ სად ნახავდა სააკაშვილს ან სანდრა რულოვსს" - მამუკა ჯუღელის განცხადება

    "ხვიჩა საერთოდ სად ნახავდა სააკაშვილს ან სანდრა რულოვსს" - მამუკა ჯუღელის განცხადება
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი, მამუკა ჯუღელი უარყოფს სხვადასხვა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ფეხბურთელმა "ვერონას" კარში გატანილი გოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს მიუძღვნა.

    "ტყუილია ეს ინფორმაცია. ხვიჩა საერთოდ არ აკეთებს მსგავს განცხადებებს. ხვიჩა სად ნახავდა ან სანდრა რულოვს ან სააკაშვილს, ათი წლის იყო მაშინ. ამ რაღაცებს ვინც იგონებს საერთოდ უნდა ჩამოართვა კომპიუტერი და მუშაობის უფლება", - განაცხადა მამუკა ჯუღელმა.

    შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ სადებიუტო მატჩში ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.