სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ""იმისთვის, რომ მე ციხიდან გამოვიდე, ჯერ თქვენ ეს უნდა გააკეთოთ" - მიხეილ სააკაშვილი

    ""იმისთვის, რომ მე ციხიდან გამოვიდე, ჯერ თქვენ ეს უნდა გააკეთოთ" - მიხეილ სააკაშვილი
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რამდენიმე თვის წინ, სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის საინტერესო განცხადებას აქვეყნებდა.

    მისი თქმით, იმისათვის, რომ ის გამოვიდეს ციხიდან, ჯერ მისი გულშემატკივრები უნდა გამოვიდნენ ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახონ ხელისუფლებას! მისი შეფასებით, ეს დააჩქარებს კრიზისის დაძლევასაც და დიალოგსაც.

    "ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია დავინახოთ შედეგი, და თან, დავინახოთ რაც შეიძლება სწრაფად. ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ვითარება ვერ აიტანს დაყოვნებას.

    ამიტომაც, იმისათვის, რომ რეკონსილიაციის პროცესი დაჩქარდეს და რეალური კონტურები შეიძინოს, დაუყოვნებლივ მივაღწიოთ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტას და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ პოლიტიკურ ცვლილებებს, 21 დეკემბერს ბევრნი უნდა ვიყოთ

    ცალკე მინდა მივმართო ჩემს მომხრეებს: ვიცი, როგორ შეგტკივათ გული და როგორ დაუღალავად იბრძვით ჩემი თავისუფლებისა და სიცოცხლისთვის. მინდა გაითვალისწინოთ, იმისათვის, რომ მე გამოვიდე ციხიდან, ჯერ თქვენ უნდა გამოხვიდეთ ქუჩაში და რაც შეიძლება მძლავრი მშვიდობიანი პროტესტი დაანახოთ ხელისუფლებას! ეს დააჩქარებს კრიზისის დაძლევასაც და დიალოგსაც. ეს უზრუნველყოფს ჩემს თავისუფლებასაც და ფიზიკურ გადარჩენასაც! სხვანაირად საზოგადოების იგნორირება და მოტყუება გარდაუვლად გაგრძელდება. ჩვენ დროის დაკარგვის ფუფუნება არ გვაქვს!

    აბა თქვენ იცით! გორის ჰოსპიტლიდან გგულშემატკივრობთ ყველას და, რაც მთავარია, ვგულშემატკივრობ, ვიბრძვი და ვლოცულობ ჩვენი სამშობლოსთვის!", - წერს მიხეილ სააკაშვილი.