სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კლინიკაში ვარ თურქეთში, ყოველდღე დასხივებებს ვიკეთებ" - ხათუნა ჟორდანია

    "კლინიკაში ვარ თურქეთში, ყოველდღე დასხივებებს ვიკეთებ" - ხათუნა ჟორდანია
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხათუნა ჟორდანია თურქეთში ჩავიდა და მას ჯანმრთელობის პრობლემა აღმოაჩნდა. ის ამჟამად მკურნალობის კურსს გადის, რომლის შესახებაც ფეისბუქის ლაივში ისაუბრა:

    "ამჟამად ვიმყოფები სტამბოლში, ჩამოვედი შესამოწმებლად, მიწევდა სამ თვეში ერთხელ ჩამოსვლა, გადამიყვანეს 6 თვეზე, თუმცა ჩამოვედი ცოტა დაგვიანებით 6 თვის თავზე და კიდევ რაღაც ახალი პრობლემა დაინახეს. გავდივარ მკურნალობის კურსს, რაც გამოიხატება დასხივებაში, ანუ ვიკეთებ თითქმის ყოველ დღე“ – ამბობს ჟორდანია და სხვა პაციენტებს გამამხნევებელ მიმართვას უგზავნის.

    "სიმსივნე არ არის განაჩენი და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მე ვიყავი და ვარ ამის მაგალითი. ზუსტად ვიცი ის პატარა პრობლემა რაც არის იმასაც მოვერევი და ვიბრძოლებ ბოლომდე რომ მოვერიო ამ ვერაგ დაავადებას. ყველა ის ადამიანი, ვინც ებრძვის ამ დაავადებას, ერთი წამით არ დაყაროთ ფარ-ხმალი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მე ჩემი სიცოცხლით დაგიმტკიცებთ, რომ ყველა დაავადება განკურნებადია. თუ ადამიანი მოინდომებს“.
    - თქვა თამუნამ.