სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "კვარა ამ სეზონში ამდენ გოლს გაიტანს"- შოთა არველაძემ კვარას შესახებ თავისი პროგნოზი გააკეთა

    "კვარა ამ სეზონში ამდენ გოლს გაიტანს"- შოთა არველაძემ კვარას შესახებ თავისი პროგნოზი გააკეთა
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    როგორც მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში "ვერონას" წინააღმდეგ "ნაპოლის" მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

    "ჰალ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ RBC-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა. 48 წლის სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:

    "ამხანაგურ თამაშებში მან კარგად ითამაშა და დამსახურებულად მოიპოვა ადგილი სასტარტო თერთმეტეულში. გარდა გოლისა, მან ძალიან კარგი საგოლე გადაცემაც გააკეთა, რაც მის მაღალ ინდივიდუალურ მოქმედებასა და ასევე მოედნის კარგ ხედვაზე მეტყველებს.

    ვფიქრობ, მონაცემები და ძალა, რომელსაც ხვიჩა ავლენს, დრიბლინგში, ან თუნდაც ბურთის მიღების დროს, გვაძლევს იმის თქმის ამბიციას, რომ მაღალი დონის მიუხედავად, კვარა თავის თამაშს კიდევ უფრო დახვეწს და მიმდინარე სეზონში მინიმუმ 12 გოლს გაიტანს.

    ხვიჩას აქვს უნიკალური კარიერული განვითარება. კვარა სუპერ კლუბში გადავიდა, იქამდე კი საქართველოში თამაშობდა და ყველას დაანახა, რომ მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ სად აჩვენებს თავის მაღალ დონეს. თქვენ უნდა გენახათ, როგორი ამაღელვებელი მომენტი იყო მისი სადებიუტო შეხვედრა საქართველოში, როგორ უხაროდა ხვიჩას თავის ქვეყანაში თამაში... ეს მთელი ქვეყნისთვის პატარა დღესასწაული იყო"
    – განაცხადა შოთა არველაძემ.