სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სამწუხარო ამბავი - უკრაინაში ქართველი მებრძოლი ბერდია ჯოხაძე დაიღუპა

    სამწუხარო ამბავი - უკრაინაში ქართველი მებრძოლი ბერდია ჯოხაძე დაიღუპა
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი, ბერდია ჯოხაძე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

    "უკრაინაში, კერძოდ ხერსონის ოლქში, მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი - ბერდია ჯოხაძე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

    სამწუხაროდ, ბერდია ჯოხაძე პირველი ქართველი არ არის, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას შეეწირა, მაგრამ უნდა ვიმედოვნოთ, რომ ბოლო იქნება.