სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

    მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს
    1 წლის და 8 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალში გაუჩინარებული 6 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ოჯახის ახლობლები სოციალურ ქსელში წერენ.

    გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი მდინარის ნაპირზე ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

    გაუჩინარებულ ბავშვს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ.