საქართველო - უკრაინის მატჩს ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“უკრაინას ვულოცავ გამარჯვებას! მათ ეს სჭირდებოდათ, ჩვენ მაინც პირველ ადგილზე ვართ.
დამარცხება ხანდახან შეიძლება უფრო სასარგებლოც იყოს, რომ უფრო მნიშვნელოვანი გამარჯვებებისთვის მოვემზადოთ.”- წერს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ მატჩში საქართველო დამარცხდა, თამაში ანგარიშით 1:0 დასრულდა.