სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვინ არის ედუარდ შევარდნაძის პირველი შვილიშვილი, რომელსაც საზოგადოება არ იცნობს

    ვინ არის ედუარდ შევარდნაძის პირველი შვილიშვილი, რომელსაც საზოგადოება არ იცნობს
    1 თვის და 3 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის, მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ოჯა­ხის შე­სა­ხებ მე­დი­ა­ში ხში­რად იწე­რე­ბა, შესაბამისად გარდაცვლილის ოჯახს საზოგადოება კარგად იცნობს, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი უცნობია თა­მუ­ნა მო­საშ­ვი­ლი-შე­ვარ­დნა­ძე.

    თამუნა ერ­თა­დერ­თხელ გა­მოჩ­ნდა ტე­ლე­ვი­ზი­ით, ეკა ხო­ფე­რი­ას გა­და­ცე­მა­ში, სა­დაც დე­და­მი­სი მა­ნა­ნა შე­ვარ­დნა­ძე პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობ­და.

    თურმე თამუნა ხში­რად აპ­რო­ტეს­ტებ­და ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ბა­ბუ­ის გამო, რომ დაც­ვის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ უწევ­და ყოფ­ნა:

    "ზა­ფხუ­ლი მო­ვი­დო­და თუ არა, და­სას­ვე­ნებ­ლად ლი­ძა­ვა­ში მივ­დი­ო­დით. აგა­რა­კი შე­მო­სა­ზღვრულ და და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იყო. ჩემი შვი­ლი სულ წუ­წუ­ნებ­და: არ მინ­და "რე­ზერ­ვა­ცი­ა­ში", გა­მიშ­ვით ჩვე­უ­ლებ­რივ ტურ­ბა­ზა­შიო. თუმ­ცა, ბა­ბუა-შვი­ლიშ­ვილს შო­რის უფა­ქი­ზე­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო, ისე­თი, ხან­და­ხან შვი­ლებ­თა­ნაც რომ არ ჰქო­ნია..." - ამბობდა თამუნა.