ცნობილი ქართველი ინფლუენსერი, ტრანსგენდერი ქალი, კრისტი ლაბაძე ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს რომ უამრავ მუქარის შემცველ წერილს იღებს და არჩია საქართველოს სამუდამოდ გარიდებოდა.
“შეიძლება ეს ჩემი ბოლო ინტერვიუა, საქართველო იქცა იმ ბოროტების ცეცხლად, რომელსაც არავინ არ უნდა მიუახლოვდეს, განსაკუთრებით თუ არის უმცირესობის წარმომადგენელი.
ყველა მეორე წერს, რომ შემდეგი მე ვიქნები, მირჩევნია რომ გავქრე და საქართველის თავი გავარიდო.
საქართველოში არც განათლების მიღება შემეძლო და არც ხალხთან კომუნიკაცია, მათ შორის, ოჯახის წევრებთან. უნდა ვყოფულიყავი ერთ ოთახში ჩაკეტილი.”- ამბობს კრისტი ლაბაძე.