სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • 18 ოქტომბრიდან დაიწყება სეზონურ გრიპზე უფასო ვაქნინაცია

    18 ოქტომბრიდან დაიწყება სეზონურ გრიპზე უფასო ვაქნინაცია
    7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ 18 ოქტომბრიდან დაიწყება სეზონურ გრიპზე უფასო ვაქნინაცია.

    "18 ოქტომბერს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ სეზონისთვის 23 ათასი დოზა ვაქცინაა რეგიონისთვის გათვალისწინებული. მისი გადანაწილება კლინიკებსა და ამბულატორიებში უკვე დაიწყო.

    პირველ ეტაპზე ვაქცინაცია ჩაუტარდება რისკ ჯგუფებს, მათ შორისაა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, სამედიცინო პერსონალი, სკოლამდელი და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლები და სხვა.

    4 ნოემბრიდან კი გრიპის საწინააღმდეგო აცრა ყველა მოქალაქისთვის იქნება ხელმისაწვდომი. საზოგადეობრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ნოდერლანდებში წარმოებული 4 კომპონენტიანი აცრა გრიპის იმ ვირუსის წინააღმდეგ მოქმედებს, რაც ბოლო წლებში ცირკულირებს.

    სპეციალისტების განმარტებით, გრიპის ახალი შემთხვევები ჯერ-ჯერობით არ არის გამოვლენილი" - განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა.



    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ