სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უდიდესი აღიარება - თბილისს მსოფლიოს 100 საუკეთესო ქალაქში შევა

    უდიდესი აღიარება - თბილისს მსოფლიოს 100 საუკეთესო ქალაქში შევა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია National Geographic-ის ჟურნალისტს ჯოზეფ რიჩარდ იოგერტს მასპინძლობს.

    გავლენიანი გამოცემა მსოფლიოს 100 საუკეთესო ქალაქის გამოვლენას ცდილობს. საბედნიეროდ აღნიშნული 100 ქალაქის ჩამონათვალში თბილისიც შევა. ჟურნალისტმა საქართველოს დედაქალაქი დაათვალიერა და გადაიღო თბილისის ტურისტული ადგილები.

    "თბილისი არის ევროპული ქალაქი, სხვადასხვა პერიოდის ძალიან ლამაზი არქიტექტურით, მათ შორის თანამედროვე სტილის. ძალიან მომეწონა ქართული კერძები, განსაკუთრებით ხინკალი. თბილისის შემდეგ პირველი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც დავათვალიერე უფლისციხეა. ეს ადგილი უფრო პატარა მეგონა, თუმცა აღმოვაჩინე, რომ ესა გამოქვაბულების ქალაქი, სადაც როგორც საცხოვრებელი, ასევე სალოცავები იყო მოწყობილი. ყველას გავუწევ რეკომენდაციას, ჩამოვიდნენ საქართველოში და ეწვიონ ამ ადგილებს“- წერს ჟურნალისტი National Geographic-ში.