მეცნიერებმი ავსტრალიის ედიტ კოუანის უნივერსიტეტიდან დასკვნამდე მივიდნენ, რომ ფოთლოვანი მწვანილი და კომბოსტოს სახეობები ხელს უწყობენ სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას. მათი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა ჟურნალში Clinical Endocrinology & Metabolism (JCEM).
ექსპერიმენტში მონაწილეობდა 8000-ზე მეტი ადამიანი, რომელთა ასაკი 25 წელზე მეტი იყო. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ რაციონში ფოთლოვანი მწვანილის (სალათის ფოთოლი, ისპანახი, რუკოლა, კამა) და ბოსტნეულის (ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო) დამატება დადებითად აისახება სისხლში შაქრის დონეზე.
ასევე, აღნიშნული საკვები პროდუქტები ზრდის ადამიანის ინსულინის მიმართ მგრძნობელობას.