სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: ოდესის პლაჟზე მამაკაცი ბანაობის დროს აფეთქდა

    VIDEO: ოდესის პლაჟზე მამაკაცი ბანაობის დროს აფეთქდა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    უკრაინაში, ოდესის სანაპიროზე, ყოფნისას, მამაკაცი ოჯახის თვალწინ, სავარაუდოდ ნაღმზე აფეთქდა.

    ოდესის რეგიონული პოლიციის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ მოხდა ნაპირზე მოულოდნელი აფეთქება, 50 წლის მამაკაცის სხეულის ნაწილები სანაპიროზე მიმოფანტა და ყველაფერ ამ საშინელებას კაცის ცოლ-შვილი და მეგობრები უყურებდნენ.

    აღსანიშნავია, რომ რუსეთთან მიმდინარე ომის გამო ამ ტერიტორიაზე მოძრაობა აკრძალული იყო, რადგან ნაღმების რისკი საკმაოდ მააღალია.

    ოდესის პოლიცია მოსახლეობს კიდევ ერთხელ აფრთხილებს: ”პოლიცია მოუწოდებს ოდესის რეგიონის მოსახლეობას და სტუმრებს, მკაცრად დაიცვან საომარი მდგომარეობის წესები: არ შეხვიდეთ შავი ზღვის სანაპირო დაცვის ზონაში და არ იბანაოთ დანაღმულ ზღვაში."

    იხილეთ ვიდეო: