სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "2 მილიონ დოლარად აშშ-ში სახლი უყიდა, მიშასთან ისვენებდა" - სკანდალური სტატია სააკაშვილისა და ნიჟარაძის შესახებ

    "2 მილიონ დოლარად აშშ-ში სახლი უყიდა, მიშასთან ისვენებდა" - სკანდალური სტატია სააკაშვილისა და ნიჟარაძის შესახებ
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    4 იან­ვარს უკ­რა­ი­ნულმა გამოცემამ strana.news-მა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე სკან­და­ლუ­რი სტა­ტია გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

    უკ­რა­ი­ნულ მე­დი­ა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ:

    "ცნო­ბილ­მა ქარ­თველ­მა მომ­ღე­რალ­მა, 36 წლის სოფო ნი­ჟა­რა­ძემ, ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ღე­რა ახა­ლი წლის ღა­მეს ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ არხზე. სო­ფია ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, იგი წარ­მო­ად­გენ­და თა­ვის ქვე­ყა­ნას "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" და სამი სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში იჯდა ტე­ლეპ­რო­ექტ "ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რი­ში. სოფო რამ­დენ­ჯერ­მე გა­მოჩ­ნდა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მე­გო­ბარ­თან, ვახ­ტანგ კი­კა­ბი­ძეს­თან ერ­თად.

    რო­გორც ჩანს, მას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. ად­გი­ლობ­რი­ვი პრე­სა ჯერ კი­დევ 2010 წელს წერ­და, რომ გო­გო­ნა, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ა­კაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი და მო­მა­ვალ­ში კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოსტსაც დაჰ­პირ­დნენ. თუმ­ცა, ეს ისევ ჭო­რე­ბად დარ­ჩა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ცე­ცხლი კვამ­ლი გა­რე­შე არ არ­სე­ბობს და 4 წლის შემ­დეგ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა მომ­ღე­რალს ნიუ-იორკში 2 000 000 დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ბინა უყი­და.2020 წლის ივ­ნის­ში სოფო ნი­ჟა­რა­ძემ ამე­რი­კა­ში იმ­შო­ბი­ა­რა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბამ­დე შვილ­თან ერ­თად შტა­ტებ­ში ცხოვ­რობ­და. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამა­ვე დროს, სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენ­ტი ჯერ კი­დევ ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი სან­დრა რუ­ლოვსზე, რომ­ლის­გა­ნაც ორი ზრდას­რუ­ლი ვაჟი ჰყავს, ედუ­არ­დი და ნი­კო­ლო­ზი. მი­ხე­ილ­მა შე­მოდ­გო­მა­ზე ვი­დე­ო­თი გა­მო­ა­ცხა­და, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო ლიზა იას­კოს­თან, რა­დას დე­პუ­ტატ­თან, რო­მე­ლიც ორ­ჯერ უმ­ცრო­სია მას­ზე.

    გა­სულ ზა­ფხულს "სტრა­ნამ" გა­და­ი­ღო ფოტო, სა­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია "იდუ­მა­ლი ქალი", რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოდე­სის აპარ­ტა­მენ­ტებ­ში გა­მოჩ­ნდა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ა­კაშ­ვილს აქვს პენ­ტჰა­უ­სი ელი­ტა­რულ ცა­თამბჯენ­ში, რო­მე­ლიც შავ ზღვას გა­დაჰ­ყუ­რებს. აპარ­ტა­მენ­ტე­ბის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მოხ­დე­ნი­ლი, შავგვრე­მა­ნი ქალი ტრი­ა­ლებ­და, რო­გორც ჩანს, სა­უზ­მის შემ­დეგ მა­გი­დას ალა­გებ­და.

    ასე­ვე სახ­ლში იყო მუქ ხა­ლათ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რად ძა­ლი­ან ჰგავ­და სა­ა­კაშ­ვილს. მი­ხე­ი­ლის სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მყო­ფი გო­გო­ნა ძა­ლი­ან ჰგავს ქარ­თველ მომ­ღე­რალს. მარ­თლაც, სო­ფოს სუ­რა­თე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, ამ ზა­ფხულს ის და მისი ქა­ლიშ­ვი­ლი ოდე­სა­ში ის­ვე­ნებ­დნენ, პარ­კებ­სა და რეს­ტორ­ნებ­ში სე­ირ­ნობ­დნენ და სა­ნა­პი­რო­ზეც იყ­ვნენ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ იმ დროს სა­ა­კაშ­ვილს უკვე ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა ლიზა იას­კოს­თან. ჩვე­ნი წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიშა და ლიზა წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი-ორი წე­ლია ერ­თად არი­ან", - ვკითხულობთ სტა­ტი­ა­ში.