როგორც ცნობილია დავით ფერაძე, რომელსაც გამოძიება ტრანსგენდერ ქალზე თავდასხმასთვის ედავება, საქალაქო სასამართლომ 1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. შემთხვევა 20 ოქტომბერს ორთაჭალაში მოხდა. გამოძიების მიხედვით, დავით ფერაძემ, ნატა ტალიკიშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
“ბრალს არ ვაღიარებ, როგორც ასეთი ძალადობა არ მომხდარა. თვითონ დამარტყა ხელი, მეორე ხელი რომ წამოიღო, დავუკავე, ამ დროს ამოიღო სპრეი და მასხამდა თვალებში, მოგერიების ფარგლებში ვკარი ხელი.
ჩემ ადვოკატთან ერთად ვგეგმავ, რა თქმა უნდა, სარჩელის შეტანას.
ანა დოლიძის განცხადება არის თავის არიდება მხარდაჭერისგან. რაც შეეხება პარტიის წევრობას, პარტია ჩემი ნებით კი არ დავტოვე, არამედ საარჩევნო კოდექსმა მოითხოვა ასე,“- განაცხადა დავით ფერაძემ "კურიერთან".
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ძალადობას გულისხმობს.