ჟენევის პრესკონფერენციაზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპის ხელმძღვანელმა ფლორენს ბაუერმა განაცხადა, რომ ომის დაწყებამ ქვეყანაში ისედაც რთული დემოგრაფიული მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის მოსახლეობა 10 მილიონით ან დაახლოებით მეოთხედით შემცირდა - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.
“შობადობის კოეფიციენტი დაეცა და ამჟამად არის დაახლოებით ერთი შვილი ერთ ქალზე, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია” - თქვა ფლორენს ბაუერნმა.
„ომმა მყისიერი გავლენა იქონია ქვეყნის რეგიონებზეც, რომლებიც ომამდე მთლიანად იყო დასახლებული, ახლა კი არის სოფლები, სადაც მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ ან წყვილები, რომლებსაც ოჯახის შექმნა არ შეუძლიათ“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, რეალური სურათი ომის დასრულების შემდეგ იქნება ცნობილი.