სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ივანიშვილი მირჩევნია სტალინს, ვინც ამოსაწყვეტია, უნდა ამოწყდეს” - გრიშა ონიანი

    “ივანიშვილი მირჩევნია სტალინს, ვინც ამოსაწყვეტია, უნდა ამოწყდეს” - გრიშა ონიანი
    1 თვის და 2 კვირის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სოფლის მეურნეობის სპეციალისტი გრიშა ონიანი ქართული ოცნების მიერ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა, სადაც მას ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს თუ ვინ ურჩევნია, სტალინი თუ ბიძინა ივანიშვილი.

    გრიშა ონიანის მხრიდან სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულება ყველასთვის ცნობილია, თუმცა მან ჟურნალისტებს უპასუხა, რომ სტალინს ივანიშვილი ურჩევნია.

    "ბიძინა ივანიშვილი მირჩევნია სტალინს, დიახ, ბატონო, სტალინს. ბიძინას უფრო კარგი რეფორმები აქვს, ის, მაშინ ბნელ ეპოქაში ცხოვრობდა. რა გინდა შენ რა გაინტერესებს, ბევრი ფული დაახარჯა საქართველოს და ააყვავა. ბიძინამ თქვა, რომ ოჯახი უნდა იყოს სუფთა, ოჯახი უნდა იყოს წმინდა, ლგბტ უნდა გავანადგუროთ, ნაციონალური მოძრაობა უნდა გავასამართლოთ და დედა უნდა ვუტიროთო და მეტი რა თქვას? ვინც ამოსაწყვეტია, უნდა ამოწყდეს…" - თქვა ონიანმა.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ