ტელეკომპანია “ფორმულას“ დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით 5%-იან საარჩევნო ბარიერს 5 პოლიტიკური სუბიექტი ლახავს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"ევროპული საქართველო, არჩევნების გაყალბების მცდელობის მიუხედავად და დიასპორის ხმების გარეშე, 52%-ით იმარჯვებს... საქართველომ აჩვენა დემოკრატია, ევროპულობა და სიმწიფე.. ვამაყობ და დარწმუნებული ვარ ჩვენს ევროპულ მომავალში."
შეგახსენებთ ეგზიტპოლის შედეგებს:
(#41) “ქართული ოცნება“ - 40,9 %
(#5) “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 16, 7 %
(#4) “კოალიცია ცვლილებისთვის“ - გვარამია, მელია, გირჩი, დროა - 16, 7 %
(#9) “ძლიერი საქართველო“ - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 10, 3 %
(#25) “გახარია საქართველოსთვის“ - 8,2 %
(#8) “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 2%;
(#10) “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 2%;
(#36) “გირჩი“ -2,3%;
სხვა პარტიები - 0,9%.