UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას პირველად მოუხდა ქამრის დაცვა.
მისი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იყო, რომელიც დაამარცხა.
ილია თოფურიამ ჰოლოუეი სასწაული ნოკაუტით დააგდო!
აი რა კომენტარი გააკეთა ჩემპიონმა გამარჯვების შემდეგ:
"პირველ რიგში, მინდა, რომ მადლობა ღმერთს გადავუხადო, რადგან ყველაფერი მას ეკუთვნის. ის ყველაფერს მაძლევს, რაც კი ცხოვრებაში გამაჩნია. მადლობა მას.
არც კი ვიცი რა ვთქვა. დაამარცხო ისეთი ლეგენდა, როგორიც მაქს ჰოლოუეია, ეს ჩემთვის დაუჯერებელია. მე მას თვალს ვადევნებდი და ის ინსპირაციის წყარო იყო ჩემთვისაც და ახალგაზრდა თაობისთვისაც, ახლა კი მე წარმოვადგენ ამ ახალ თაობას და მსურს, რომ სულ მცირედ მაგალითს მაინც წარმოვადგენდე ახალი თაობისთვის, როგორც ამას მაქსი აკეთებდა ჩემთვის აკეთებდა.
"როდესაც სახეში მოვარტყი, ჩემმა ძმამ დამიძახა, რომ ზეწოლა გამეგრძელებინა" - თქვა თოფურიამ.