"ოქროს ბურთის" ცერემონია 28 ოქტომბერს, პარიზში, შატლეს თეატრში გაიმართება.
დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად, საუკეთესო მეკარეც გამოვლინდება.
ლევ იაშინის ჯილდოზე წარდგენილია საქართველოს ეროვნული ნაკრების და "ვალენსიას" კარის მცველი, გიორგი მამარდაშვილი.
გიორგი მამარდაშვილი ცერემონიაზე მის მეუღლესთან ელენე ეპიტაშვილთან ერთად მივიდა.
კადრებს "geo__team" ავრცელებს: